ლუკაშენკოს რეჟიმი დამნაშავეა მშვიდობიანი უკრაინელების სიკვდილში- ბელარუსელი ოპოზიციონერი
ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმი დამნაშავეა მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილში. მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ბელორუსიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები ხორციელდებოდა.
დღეს ღამით ბელორუსიიდან რაკეტები უკრაინის მიმართულებით მიფრინავდნენ. დღეს კი ჩვენი თანამემამულეები ებრძვიან სიკვდილს საავადმყოფოში და რეჟიმი მათი სიცოცხლის წართმევას ცდილობს.
ეს ტრაგედია კარგად აჩვენებს ლუკაშენკოს რეჟიმის დამოკიდებულებას ხალხის მიმართ. ეს ტირანი მზადაა, კრემლის ინტერესებისთვის გაწიროს ხალხი - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.