ესკალაცია მსხვერპლს და ტანჯვას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გამოიწვევს - სტოლტენბერგი უკრაინის ცის ჩაკეტვაზე
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა მსხვერპლს ქვეყნის გარეთაც გამოიწვევს.
NATO-თვის გასაგებია უკრაინის იმედგაცრუება, რომელიც ალიანსის მხრიდან ცის ჩაკეტვაზე უარს უკავშირდება, მაგრამ ესკალაცია მსხვერპლს და ტანჯვას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გამოიწვევს, - განაცხადა სტოლტენბერგმა.