ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონ ევროს გადასცემს

11.03.22 14:49
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონ ევროს გადასცემს

ევროკომისია აორმაგებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და ამ მიზნით ქვეყანას 500 მილიონი ევრო გადაეცემა - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბარელმა, განაცხადა. ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს.

თავიდან ბოლომდე ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია, გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა. იმედი მაქვს, ევროპელი ლიდერები ამ საქმეში მხარს დაგვიჭერენ - განაცხადა ვერსალში განმართულ შეხვედრაზე ჟოზეფ ბორელმა.

გარდა ფინანსური დახმარებისა, ევროკავშირი აპირებს, გააძლიეროს სანქციები რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის ეკონომიკის მიმართ.

27 თებერვალს ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად 450 მილიონი ევრო გამოჰყო.