კასპის მერიამ უკრაინის დასახმარებლად რუსულ მაკარონს აგზავნის

11.03.22 15:26
კასპის მერიამ უკრაინის დასახმარებლად რუსულ მაკარონს აგზავნის

კასპის მერიამ უკრაინაში რუსულ პროდუქტის, მათ შორის, მაკარონის, გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.  ტომრებს,,რასია''  აწერია და მითითებულია ქალაქიც, სადაც მაკარონის მწარმოებელი ქარხანაა.

ადგილზე მისულ ,,პირველების" გადამღებ ჯგუფს ადმინისტრაციის შენობის კარი ჩაუკეტეს, რადგან სავარაუდოდ, სწორედ აქაა დასაწყობებული უკრაინაში გასაგზავნი რუსული პროდუქტი.

იმალება კასპის მერიც. ვახტანგ მაისურაძე არ აკეთებს კომენტარს, რატომ აგზავნის რუსული წარმოების პროდუქტს უკრაინაში.