დღეს ძალიან ბევრი სახლი დაბომბეს, 400 კორპუსში შეუძლებელია გათბობის აღდგენა - ხარკოვის მერი

11.03.22 15:09
დღეს ძალიან ბევრი სახლი დაბომბეს,  400 კორპუსში შეუძლებელია გათბობის აღდგენა - ხარკოვის მერი

ხარკოვის მერი იგორ ტერეხევი იმ მძიმე ვითარებაზე საუბრობს, რომელიც ოკუპანტების სამიზნე ქალაქშია. მისი თქმით, განუწყვეტელი დაბომბვების გამო 400 კორპუსში გათბობის აღდგენა შეუძლებელი გახდა.

ქალაქის მერი მოსახლეოაბს მოუწოდებს მეტროებსა და სარდაფებში ჩავიდნენ, სადაც  მთავრობა მათ თბილი ტასნაცმლით და საკვებით მოამარაგებს. 

უკვე მე-16 დღეა რუსული არმია დაუნდობლად ბომბავს ჩვენს ქალაქს. 16 დღეა ხარკოვი გმირულად დგას. ჩვენი არმია არ ატარებს რუსეთის შეიაარღებულ ძალებს ხარკოვში, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში რუსი ჯარისკაცები დაუნდობლად ბომბავენ ხარკოვს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! დღეს ძალიან ბევრი სახლი დაბომბეს. იქ ცხოვრება შეუძლებელია. 400 კორპუსში შეუძლებელია გათბობის აღდგენა. მოდის ყინვები, ძალიან გთხოვთ, ჩადით მეტროში, ცადით სარდაფებში. იქ შევძლებთ თქვენს უზრუნველყოფას თბილი ტანსაცმლით და საკვებით. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ გასნაცდელს, - განაცხადა იგორ ტერეხევმა.