"უკრაინისთვის ჩვენი კარი ღიაა" - შეხვედრა ვერსალის სასახლეში

"უკრაინისთვის ჩვენი კარი ღიაა" - ვერსალის სასახლეში ევროპელი ლიდერების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს. ამ წუთებში მე-2 ფინალური რაუნდი იმართება. ევროკავშირის სამიტი ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობს.
შეხვედრის დაწყებამდე ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებულად მიცემაზე ევროგაერთიანებაში ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს.
ძალიან დამღლელი ღამე იყო, მაგრამ ამჯერად ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვბანი სიგნალი გაგზავნილია ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მისამართით, ასევე უკრაინელებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ პროცესი, რადგან ეს ეხლა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნაუსედამ.
სლოვენიის პრემიერი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს უკრაინა ევროკავშირის წევრი დაჩქარებული წესით გახდეს.
უკრაინის დაჩქარებულად გაწევრიანების შესახებ ბევრი ჩვენი წევრი ქვეყანა დავობს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ომი შეჩერებისთვის. საჭიროა, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით. მნიშვნელოვანია ლტოლვილების დახმარებაც. ჩვენ უნდა გავზარდოთ ძალისხმევა. გვქონდა დებატები და იყო გარკვეული გაურკვევლობები უკრაინის საკითხზე. თუმცა არის ქვეყნები, მათ შორის სლოვენია, რომელიც მხარს უჭერს, უკრაინა დაჩქარებულად გახდეს წევრი. ცხადია, ეს ახლა არ მოხდება, მაგრამ პროცესი სწრაფად უნდა წავიდეს. ეს არის ის, რის მიღწევასაც ვცდილობთ," - განაცხადა ჯანეზ ჯანსამ.