რუსეთის აგრესიას უკრაინაში 78 ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა - უკრაინის სახალხო დამცველი

11.03.22 15:30
რუსეთის აგრესიას უკრაინაში 78 ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა - უკრაინის სახალხო დამცველი

რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში 78 ბავში გარდაიცვალა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, განაცხადა. 

დენისოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან სარაკეტო იერიშების  დასახლებულ პუნქტებზე, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებზე მიტანა, ჰააგის და ჟენევის კონვენციების პირდაპირ დარღვევებს  წარმოადგენს. 

რუსეთის საოკუპაციო ძალების ამგვარი ქმედებები  ჰააგის და ჟენევის კონვენციების პირდაპირი დარღვევაა. აგრესორი განაგრძობს ბაშვების ძირითადი უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებების, დარღვევას, რომელიც  თითოეული ბავშვისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო კონვენციით არის უზრუნველყოფილი, - აღნიშნა დენისოვამ.