სუმის ოლქში უკრაინულმა პოლიციამ 29 რუსი ოკუპანტი ტყვედ აიყვანა

11.03.22 15:39
სუმის ოლქში უკრაინულმა პოლიციამ 29 რუსი ოკუპანტი ტყვედ აიყვანა

უკრაინაში, სუმის ოლქში, ადგილობრივებმა პოლიციას აცნობეს, რომ მინდორში რუსი ოკუპანტები დაეხეტებოდნენ. მათ სამართალდამცველებთან ერთად აგრესორების ტყვედ აყვანა მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური პოლიციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

სუმის ოლქში, სოფელ რემენსკთან, მოსახლეობამ შეამჩნია რუსი აგრესორები და ამის შესახებ აცნობა პოლიციას. სამართალდამცველებმა უკრაინელ ჯარისკაცებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოახერხეს 29 რუსი საგრესორის დაკავება. დაკავებულები ამტკიცებენ, რომ ისინი მიდიოდნენ საზღვრის მიმართულებით, რათა უკრაინა დაეტოვებინათ - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამჟამად რუსი ოკუპანტები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.