საბჭოთა კავშირი სანქციების ქვეშ ცხოვრობდა და კოლოსალურ წარმატებებს აღწევდა - პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, საუბრისას თქვა, რომ საბჭოთა კავშირი სანქციების ქვეშ ცხოვრობდა, მაგრამ "კოლოსალურ წარმატებებს მაინც აღწევდა".
საბჭოთა კავშირი მთელი დრო ნამდვილად ცხოვრობდა სანქციების ქვეშ და ვითარდებოდა, აღწევდა კოლოსალურ წარმატებებს.
ახლა ეკონომიკას მასობრივად ურტყამენ, მაგრამ ბოლო წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ სადაც დასავლელები შეზღუდვებს გვიწესებდნენ, ჩვენ იქ ახალი კომპეტენცია შევიძინეთ და აღვადგინეთ ძველი, ახალ ტექნოლოგიურ დონეზე. ეს ყველაფერი მუშაობს და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ უფრო ძლიერები გავხდებით. ეს არის შესაძლებლობის დრო, რომ ტექნოლოგიურ-ეკონომიკურ სუვერენიტეტზე ვიმუშაოთ", - უთხრა პუტინმა ლუკაშენკოს.
ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთისთვის დაწესებულ დასავლეთის სანქციებს "ღორული" უწოდა.