პუტინი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს გეგმავს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

11.03.22 17:16
პუტინი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს გეგმავს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

ვლადიმერ პუტინი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს გეგმავს. ამის შესახებ განცხადებას  უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ტერაქტის ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გასცა. მათივე ინფორმაციით, იგეგმება ტექნოლოლგიური კატასტროფის მოწყობა, რაზე ოკუპანტები პასუხისმგებლობას უკრაინულ მხარეს დააკისრებენ. 

ჩერნობილის ატომური სადგური უკვე რამდენიმე დღეა, ოკუპანტების ხელშია. უკვე 48 საათია, უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, რადიაციის გაჟონვის საფრთხე დადგეს, რადგან სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება.