უკრაინა ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადებოდა - ლუკაშენკო

11.03.22 17:13
უკრაინა ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადებოდა - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ამტკიცებს, რომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას თქვა. 

 მე  გაჩვენებთ, საიდან აპირებდნენ ბელარუსზე თავდასხმას.ოპერაციამდე 6 საათით ადრე პოზიციებზე, 4 პოზიცია იყო, რუკა მაქვს წამოღებული, გაჩვენებთ, პრევენციული დარტყმა რომ არ განხორციელებულიყო, ისინი თავს დაეხმებოდნენ ჩვენს სამხედროებს, ბელარუსისა და რუსეთის, რომლებიც სწავლებებზე იყვნენ. ამიტომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი, ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს", – თქვა ლუკაშენკომ.