კანადამ აბრამოვიჩისა და კიდევ 4 რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო
კანადამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩისა და კიდევ 4 რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.
ეკონომიური სანქციები შეეხო 32 რუსულ კომპანიასაც. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ, პოლონეთის დედაქალაქში ყოფნისას განაცხადა.
კანადის პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყანა ასევე უარს აცხადებს, მიაწოდოს რუსეთს თავდაცვითი, სამხედრო მოწყობილობებიც.
რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის გარდა, კანადის მიერ სანქცირებულთა სიაში მოჰყვნენ ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, ელენე პანფილოვა, მოსამართლე ელა მოროზოვა და რუსეთის ქალაქ ხიმკის პოლიციის უფროსი, იგორ იანჩუკი. აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ კანადაში შესვლა და ამ ქვეყანაში არსებული მათი აქტივები გაიყინება.
რომან აბრამოვიჩი ფლობს დასავლეთ კანადაში არსებული მეტალურგიული ქარხანა Evraz-ის 28%-ს. კანადის პრემიერის განცხადებით, აბრამოვიჩის მიმართ შემოღებული სანქციები არ შეეხება Evraz-ის 1700 თანამშრომელს.
რუსი ოლიგარქებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ აღნიშნულმა პირებმა ვერ ნახონ მოგება კანადაში მათი ეკონომიკური მოღვაწეობის შედეგად. - განაცხადა პრემიერმა ტრიუდომ.