ოკუპანტი რუსეთი აპირებს, ესროლოს ბელორუსს, რათა ომში ჩაითრიოს - უკრაინის თავდაცვის მინისტრი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის, ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს, ბელორუსი ჩაითრიოს ომში და ამ მიზნით პროვოკაციებს გეგმავს. კერძოდ, იგეგმება უკრაინის ტერიტორიიდან თვითმფრინავების აფრენა და ბელორუსის დასახლებული პუნქტების დაბომბვა.
მივმართავ ბელორუს ხალხს. მეგობრებო, ინ ინფორმაციით, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით და ეს დადასტურებულია, ამ მომენტისთვის რუსეთის საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელობა სისხლიან პროვოკაციას გეგმავს.
მათი მიზნების მიხედვით, რუსული ავიაცია ემზადება, მიაყენოს თავდასხმა ბელორუსის დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც განლაგებულია უკრაინა-ბელორუსის საზღვართან ახლოს. ესენია ქალაქი კოპანი, აგრეთვე, ბრესტის ოლქის სტოლინის რაიონი. შესანიღბად რუსეთი თავის სამხედრო თვითმფრინავებს უკრაინის ტერიტორიიდან ააფრენს. - განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პროვოკაციის მიზანია, ჩაითრიონ ბელორუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა არ გეგმავს ბელორუსის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს.