აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს - ჯო ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს - ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აიკრძალება ამერიკაში რუსეთიდან ბრილიანტების, ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტიც. გარდა ამისა, ფართოვდება რუსი ოლიგარქების სია, რომლებსაც ვაშინგტონი აქტივებს გაუყინავს.
ეს ოლიგარქები მხარს უჭერენ პუტინს. ისინი პარავენ ფულს რუს ხალხს და ცდილობენ თავიანთი ფულის დამალვას ჩვენს ქვეყნებში. ისინი წარმოადგენენ კლეპტოკრატიის ნაწილის, რომელიც არსებობს მოსკოვში და მათ უნდა გაიზიარონ ამ სანქციების ტკივილი.
ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ ზეწოლა და ამიტომ ვითხოვთ, რომ აშშ-ის მიერ შემოღებულ სანქციებს მხარი ყველა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭიროს - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.