ბელორუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

11.03.22 20:22
ბელორუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბელორუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება, რომელიც სავარაუდოდ, 11 მარტს, 21 საათამდე მოხდება.

ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს აგრეთვე უკრაინის სტრატეგიული დაგეგმარებისა და კომუნიკაციის ცენტრის მიერ მოპოვებული მონაცემები.

როგორც უკრაინის დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, პუტინისა და ლუკაშენკოს მოსკოვში შეხვედრისას რუსეთისა და ბელორუსის პირველმა პირებმა სატელეფონო ზარი განახორციელეს. 

დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსმა სამხედროებმა განახორციელონ პროვოკაციები უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე, რაც ბელორუსს უფლებას მისცემს, ჩაებას ომში.

 

 

მსგავსი სიახლეები