იტალიამ რუს ოლიგარქს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა

12.03.22 10:16
იტალიამ რუს ოლიგარქს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა

იტალიამ რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს დაახლოებით 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა. ინფორმაცია იტალიის ფინანსურმა პოლიციამ გაავრცელა.

 ის ვლადიმერ პუტინის უახლოესი წრის წევრია და მხარს უჭერს ან ახორციელებს ქმედებებს ან პოლიტიკას, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკრაინაში,“- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სუპერ იახტა სახელწოდებით "SY A", ტრიესტის ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტში იყო გაჩერებული და ის სუპერიახტად ითვლებოდა.

ოლეგ მელნიჩენკოს ევროკავშირმა სანქციები 9 მარტს დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მელნიჩენკო და კიდევ 36 სხვა ბიზნესმენი ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 

მსგავსი სიახლეები