სასწრაფოდ იმოქმედეთ! არ გაწიროთ შვილები სასიკვდილოდ - ზელენსკი

12.03.22 10:22
სასწრაფოდ იმოქმედეთ! არ გაწიროთ შვილები სასიკვდილოდ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი სამხედროების და წვევამდელების  დედებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ და თავიანთი შვილები უკრაინაში საომრად არ გაუშვან.

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით კი წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. არ დაიჯეროთ დაპირებები, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. თუ გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ უკრაინის წინააღდეგ საომრად აგზავნიან, სასწრაფოდ იმოქმედეთ! არ გაწიროთ ისინი სასიკვდილოდ ან ტყვედ ჩასავარდნად,“ - თქვა  ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.