აქცია მელიტოპოლში - მოსახლეობა დატყვევებული მერის გათავისუფლებას ითხოვს

12.03.22 13:06
აქცია მელიტოპოლში -  მოსახლეობა  დატყვევებული  მერის გათავისუფლებას ითხოვს

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში ქალაქის მერის, ივან ფიოდოროვის  ტყვეობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ის აგრესორებმა გუშინ, მერიის შენობიდან გაიტაცეს.

ამ წუთებში ქალაქში ოკუპანტების მიერ მიტაცებულ შენობასთან ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. 

მსგავსი სიახლეები