16 დღის განმავლობაში რუსული აგრესიის შედეგად 79 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა

12.03.22 14:49
16 დღის განმავლობაში რუსული აგრესიის შედეგად 79 ბავშვი დაიღუპა - უკრაინის პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 16-დღიანი რუსული აგრესიის შედეგად 79 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 100 დაშავდა.

ყველაზე მეტი დაშავებულია  კიევის, ხარკოვის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებში.

"ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის იმის გამო, რომ არ არის შესაძლებელი ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს", - აცხადებენ პროკურატურაში.