რუსებმა მარიუპოლში დაბომბეს მეჩეთი, სადაც თავს ადამიანები აფარებდნენ

12.03.22 15:58
რუსებმა მარიუპოლში დაბომბეს მეჩეთი, სადაც თავს ადამიანები აფარებდნენ

რუსმა ოკუპანტებმა  მარიუპოლში სულთან სულეიმან დიდებულისა და მისი მეუღლის როქსოლანას (ჰურემ სულთანის) მეჩეთი დაბომბეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მეჩეთში 80-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის ბავშვები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები