ომის დანაშაულის მტკიცებულებები - რუსმა სამხედრო მეთაურებმა ის რუსი ჯარისკაცები დახვრიტეს, რომლებმაც მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობაზე უარი თქვეს

12.03.22 21:35
ომის დანაშაულის მტკიცებულებები - რუსმა სამხედრო მეთაურებმა ის რუსი ჯარისკაცები დახვრიტეს, რომლებმაც მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობაზე უარი თქვეს

რუსმა სამხედრო მეთაურებმა რუსი ჯარისკაცები დახვრიტეს - "ნოდარ მელაძის შაბათში" ნახავთ და მოისმენთ რას უშვებიან იმ რუს კარისკაცებს, ვინც მშვიდობიანი მოქალაქეების მკკვლელობაზე უარს აცხადებენ.

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდი რუსეთის შეირაღებული ჯარისკაცის ჩვენების ასაჯაროებს, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს მაღალჩინოსნების ციხეში ბევრი წლით გასაშვებად

ჩანაწერით დგინდება, რომ პუტინის საოკუპაციო ჯარების მეთაურები მშვიდობიანი უკრაინელების ჩაცხრილვის ბრძანებას იძლეოდნენ. 

ამბავი, რომელსაც რუსი ჯარისკაცი, უკრაინის უშიშროების სამსახურს ჩვენებაში ყვება, ხარკოვის ოლქში მოხდა, ქალაქში, რომელიც რუსულმა არმიამ მიწასთან გაასწორა. პირველივე დღეს ჯარმა ხარკოვამდე მისასვლელი გზა გადაკეტა, ირკვევა რომ, სწორედ მაშინ მიიღეს პირველი ბრძანება  ხალხისთვის ესროლათ. 

"შაბათის ეთერის" მაყურებელი დღეს პირველად მოისმენს, რუსი ჯარისკაცის, შოკისმომგვრელ ჩვენებას, რომელიც მან უკრაინის უშიშროების სამსახურს მისცა. ირკვევა, ისიც რომ რუსეთის შეირაღებული ძალების ლეიტენანტი, ივან ლევანკოვი იმ ხარკოველ ქალთან ერთად მოკლეს, ვინც ბეტონის ბარიკადების უკან გადამალა, ამის შემდეგ პუტინის მიერ უკრაინის დასაპყრობად გაგზავნილმა სამხედრომ გაქცევა სცადა, თუმცა მეთაურმა მისი მოკვლაც გადაწყვიტა.

სხვა რუსი ჯარიკაცების ჩვენებით დგინდება, რომ სამხედრო მეთაურების მირ მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლის ბრძანება, სისტემური ხასიათის იყო და ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი მაღალჩინოსნის მიერ გადამეტებული უფლებამოსილება. 

სხვადასხვა დროს და სხვადახვა ადგილზე ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცების აღიარებამ, რომ ბრძანების თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უნდა ესროლათ, აჩენს განცდას რომ ეს ბრძანება ვლადიმერ პუტინისგან მოდიოდა. 

უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და რუსი ჯარისკაცების აღიარებითი ჩვენებით დგინდება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სისხლის სამართლის დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინაშეც ჩაიდინა და მათი სერიული მკვლელობები მოაწყო.

"შაბათის ეთერის" რეზონანსული რეპორტაჟიდან ირკვევა ისიც, რომ ომში რუსი წვევამდელები დაშინებით წაიყვანეს, უთხრეს, რომ თუ მეთაურების ბრძანებას არ შეასრულებდნენ დახვრეტდნენ. 

ირკვევა ისიც, რომ პუტინს საკუთარი ჯარიც აუმხედრდა -  სხვა ქვეყნის დასაპყრობად გაგზავნილი არმია, მთავარსარდალს უჯანყდება, ომზე უარს ამბობს და ფრონტის ხაზიდან სხვებს ეუბნება რომ მეთაურების ბრძანებები არ შეასრულონ. 

როგორც გაირკვა, რუსი ჯარისკაცების დიდი ნაწილი ომში გაყალბებული სამხედრო დოკუმენტებით გაუშვეს, მათ ნაცვლად ომში წასვლის ბრძანებას ხელი სხვებმა მოაწერეს, უკრაინულ სპეცსამსახურებს უკვე აქვსთ მინიმუმ 54  სატელეფონო მოსმენის ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც ჯარისკაცები, რუსეთში მყოფ სამხედროებს, მათივე ხელისუფების ჩადენილ დანაშაულებებზე უყვებიან. 

ნახეთ მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟი

 

 

 

მსგავსი სიახლეები