დოკუმენტური კადრები ფერფლადქცეული ქალაქებიდან - "შაბათის ეთერი" ბოროტებასთან ომში მყოფ უკრაინელებს ეთმობა (უმძიმესი ისტორიები)

12.03.22 19:50
დოკუმენტური კადრები ფერფლადქცეული ქალაქებიდან - "შაბათის ეთერი" ბოროტებასთან ომში მყოფ უკრაინელებს ეთმობა (უმძიმესი ისტორიები)

დოკუმენტური კადრები ფერფლადქცეული ქალაქებიდან - "ნოდარ მელაძის შაბათი" ბოროტებასთან ომში მყოფ უკრაინელებს ეთმობა. დღეს ნახავთ ფაქტებს, რომელიც პუტინის ბარბაროსობას ადასტურებს. 

უმძიმესი ისტორიები გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა შეკრიბა. 

ქალაქ ჩერნოგოვის გარეუბანში მცხოვრები 70 წლის გოლკა ლეჩენკო ყვება, რომ რუსულმა ბომბებმა მისი სახლი ფერფლად აქციეს. პენსიონერი საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ განადგურდა ყველაფერი, რის შექმნასაც მან მთელი ცხოვრება მოანდომა. 

"ბომბების ორმა რიგმა გადაუარა ჩემს სახლს. ჩვენ ამ ცეცხლს  ვერაფრთ ვაქრობთ. ომია და  წყალი არ გვაქვს. მთელი მსოფლიო ცდილობს, თუმცა პუტინს ვერავინ აჩერებს. დედამიწაზე ახლა ორი ფაშისტი არსებობს, ერთი - ბელორუსში ზის, მეორე - მოსკოვში. ორივე მათგანმა ჩემს ქვეყნას ფერები დაუკარგეს და შეუცვალეს. ჩვენ ნატოში და ევროკავშირში გვინდა და ახლა, ამ ყველაფრის ფასს ვიხდით. მთელი ჩემი ქვეყანა  გადაწვეს, მე უკვე მოხუცი, ვარ მაგრამ აქ ახალგაზრდებმა როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება?! ჩვენი ქვეყნის ფერები ჩააქრეს მაგრამ ეს დროებითია"- აცხადებს უკრაინის მოქალაქე. 

ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში, ახლა ყველაზე ხშირად ერთ გვარი და სახელი ისმის - ვლადიმერ პუტინი. 45 მილიონიან ქვეყანაში ის ბოროტებასთან და სიკვდილთან ასოცირდება. 

ხარკოვი, სადაც უმეტესად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, რუსეთის პრეზიდენტმა ჰიტლერის ხელწერით გაანადგურა. 

"ყველაფერი გაანადგურეს. მე ისინი უბრალოდ მეზიზღებიან. მე მამა მყავდა რუსი, ის ასე არასდროს მოიქცეოდა. ჩვენ ყველაფრის გარეშე დავრჩით და ახლა სიცოცხლესაც გვართმევენ. მე მხოლოდ პალტოს აღება მოვასწარი"- ამბობს  გალინა პოტეპილა. 

ახლა ხარკოვის მეტრო ყველაზე საიმედო ადგილია, მდიდარიც ღარიბიც, რუსიც და უკრაინელიც მიწის ქვეშ 30 სადგურში გადანაწილდა.

"საშინელებაში ვართ. მე სახლიდან ბოტების და ერთი პალტოს წამოღება მოვასწარი. აქ ახლა ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ"- ამბობს ქალი, რომელიც რუსულ ბომბებს მეტროში ემალება. ომის შვილები კი მეტროში ომს ხატავენ. თავშესაფარში ჩამოსვლამდე ქუჩაში ნანახს ფანქრით ფერად ფურცლებზე გადააქვთ.

1600 საცხოვრებელი სახლი და კორპუსი, 200 სკოლა ბაღი და უნივერსიტეტი, 30 საავადმყოფო, 8 ეკლესია, 23 ქარხანა, 19 ადმინისტრაციული შენობა და 12 აეროპორტის 17 დღიანი ომის განმავლობაში რუსეთმა უკვე გაანადგურა.

ყველაზე მეტად ხარკოვი დაზარალდა, სადაც ევროპის ყველაზე დიდ, თავისუფლებს  მოედანზე არც ერთი შენობა არ დარჩა დაუბომბავი. 

ვაკუუმური ჭურვების და კასეტური ბომბების ნარჩენებს ყველგან შეხვდებით - საცხოვრებელ კორპუსებში, სარდაფებში, სკოლის შენობებში, კლასებში, მაღაზიებში. საბავშვო ბაღებში, სკვერებში საავადმყოფოებში და ქალაქის ქუჩებში.

უკრაინას 17 დღეა ანგრევენ და ჯერ ვერ დაანგრიეს, რუსულ ჯარს აქ მაინც არ უშვებენ. სიკვდილს ხალხი თვალებში უყურებს თუმცა მაინც არ მიდის. მათია და იციან რომ უნდა დაიცვან! 

უმძიმესი მდგომარეობაა ქალაქ სუმშიც - რამდენიმე დღის წინ, ოკუპანტთან ომს 28 წლის სერგეი შეეწირა. მას 9 წლის შვილი დარჩა.

"არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ის მოკლა პუტინმა, მაგრამ ის გმირია.დიდება გმირებს, დიდება უკრაინას"- ამბობენ ადგილობრივები. 

ქალაქის მცხოვრებლები სულისშემძვრელ ისტორიებს ყვებიან, რომლებიც "შაბათის ეთერმა შეაგროვა. 

რუსულმა აგრესიამ დღეს მთელი უკრაინა ქუჩაში გამოიყვანა -- ყველა რუსულ არმიას ისე უპირისპირდება როგორც შეუძლია - ბავშვები, ქალები მოხუცები და ყველა ერთად  ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლებისთვის შენიღბვის ბადეებს აკეთებენ. 

ხალხი მტერთან დასაპირისპირებლად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებს - ქალები, ბავშვები და ყველა ადგილობრივი მეტრს მოზადებული რომ დახვდეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები