შეუძლებელია მარიუპოლში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დასახელება, რუსებმა ქალაქი გაანადგურეს

12.03.22 22:09
შეუძლებელია მარიუპოლში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დასახელება, რუსებმა ქალაქი გაანადგურეს

უმძიმესი ვითარება მარიუპოლში - რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქის სულისშემძვრელ ფოტოებს უმაღლესი რადა ავრცელებს.  უკრაინა ცის ჩაკეტვას ითხოვს. 

"მარიუპოლი გაანადგურეს...რუსული ჯარი აგრძელებს ქალაქის დაბომბვას. ამ დროისთვის შეუძლებელია მარიუპოლში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დასახელება. შეჩერდით ჯალათებო... აუცილებელია ცის ჩაკეტვა. მიეცით უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები, თვითმფრინავები. უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა არის ევროპის დაცვაც", - წერს უკრაინის რადა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები