ორკებს არანაირი შანსი არ აქვთ, კიევი არ დაეცემა - ექსკლუზიური ინტერვიუ ძმებ კლიჩკოებთან

12.03.22 23:21
ორკებს არანაირი შანსი არ აქვთ, კიევი არ დაეცემა - ექსკლუზიური ინტერვიუ ძმებ კლიჩკოებთან

"მტერი შეჩერებულია, ოკუპანტების მიზანი რომ კიევს შემოარტყან ალყა, ამას ვერ ახორციელებენ"- ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

"კიევი არ არის შენობები, ეს არის ხალხი, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს, მათ თავისუფალ გარემოში სურთ ცხოვრება"- თქვა კიევის მერმა "ღამის ამბებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.  

სიტუაცია რთული და მძიმეა, ვხედავთ, რა რაოდენობით შემოდიან აგრესორები ჩვენს ქვეყანაში და უახლოვდებიან კიევს. რუსეთი ანადგურებს საბავშვო ბაღებს, სამოქალაქო შენობებს, სკოლებს. ბუჩა, გოსტომელი, პრაქტიკულად დანგრეულია. ოკუპანტების საბოლოო მიზანი კიევია, თუმცა ჩვენი გმირი ჯარისკაცების დამსახურებით, ომი შეჩერებულია. მათი მიზანი, შემოარტყან ალყა დედაქალაქს, ვერანაირად ხორციელდება და არც განხორციელდება. კიევს ვერასდროს აიღებენ... "- თქვა კიევის მერმა.

მისი თქმით, უკრაინელები საკუთარ ქალაქს იცავენ და ქვეყნიდან არავინ აპირებს გაქცევას: 

ამ ორკებს არანაირი შანსი არ აქვთ. ყველამ, მთელმა მსოფლიომ ნახა ე.წ. ოპერაციიის რეალური სახე. ჩვენ მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ, ის რაც ხდება დღეს უკრაინაში, ამას ყველაზე მძაფრად ქართველები აღიქვამენ, რადგან, საქართველოს 20% სწორედ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული"- განაცხადა კლიჩკომ და დასძინა, რომ "ომის შეჩერება უკრაინაზე არ არის დამოკიდებული".  

"არასდროს დავიჩოქებთ, არ დავდგებით მუხლებზე, ვინც ჩვენთან ხმლით მოვა, მახვილითვე განიგმირება"- ამბობს კიევის მერი.