რუსეთმა შესაძლოა, ატომური იარაღი გამოიყენოს - სტოლტენბერგი

13.03.22 10:01
რუსეთმა შესაძლოა, ატომური იარაღი გამოიყენოს - სტოლტენბერგი

რუსეთმა შესაძლოა, ატომური იარაღი გამოიყენოს - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოტენბერგმა გერმანულ გამოცემასთან WELL AM SONNTAG-თან განაცხადა. 

ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის აბსურდული განცხადებები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით. ახლა, როდესაც ცრუ განცხადებებია გაკეთებული, სიფრთხილე გვმართებს, რადგან გამორიცხული არ არის, რუსეთმა ფალსიციფცირებული ინფორმაციის პირობებში ქიმიური იარაღის გამოყენებით ოპერაციები  თავად დაგეგმოს, - განაცხადა სტოლტენბერგმა.