დონეცკში აფეთქებებია, დაიბომბა ლვოვიც - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას განაგრძობს. დაიბომბა ქალაქი ლვოვი. ოკუპანტებმა ქალაქს 8 რაკეტა ესროლეს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ წუთებში დგინდება.
აფეთქებებია ამ წუთებში დონეცკში. მორიგი ავიაიერიშის სამიზნე კვლავ დასახლებული პუნქტი გახდა. იწვის კარაჩუმის მთაც.
მთელი ღამის განმავლობაში განგაში სიგნალები ისმოდა კიევში, ვინიცაში, პოდოლკსში, პოლტავაში, ივანო-ფრანკოვოში. რადას დეპუტატის ირინა გერანჩენკოს განცხადებით, ავიაიერიში ლვოვის მახლობლად მდებარე იავაროვოს სამხედრო პოლიგონზე განხორციელდა.
ალყაშია მარიუპოლი. ქალაქი ვოლნოვახა აღარ არსებობს, ის მიწასთან არის გასწორებული.
ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი შეიარაღებული ძალების მობილიზებას ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან, ბრეხტში ახდენს.