მელიტოპოლის თვითგამოცხადებულმა მერმა მოსახლეობას დანებებისკენ მოუწოდა

მეტლიტოპოლის მერის გატაცების შემდეგ ოკუპანტებმა ქალაქის მმართველად ოპოზიციის წარმომადგენელი დანიშნეს. თვითგამოცხადებულმა მერმა ღამით მოსახლეობას მიმართა და ფაქტობრივად, დანებებისკენ მოუწოდა.
ახლა ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი ძალები რეალობას მოვარგოთ იმისთვის, რომ მალე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ქალაქში კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც დესტაბილიზაციას ცდილობენ და მოგვიწოდებენ ექსტრემისტული მოქმედებებისკენ. გთხოვთ, იყავით ყურადღებით და არ წამოეგოთ პროვოკაციას. დეპუტატები მოგმართავთ თქვენც, ჩვენ ხალხმა აგვირჩია და ჩვენი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა. ამიტომ, ვაფუძნებთ ხალხის რჩეულ კომიტეტს, რომლის მთავარი მიზანია ადმნისტრაციულ საკითხებზე მუშაობა იქნება, - განაცხადა თითგამოცხადებულმა მმართველმა.