"ჩვენ ვართ საზარბაზნე ხორცი" - რუსი ტყვე ოკუპანტი ქვეყნის მთავრობას ამხელს
კიდევ ერთი რუსი ჯარისკაცი რუსეთის მთავრობას ამხელს. ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო ამბობს, რომ ხელისუფლება მათ რუსეთ-უკრაინის ომში საზარბაზნე ხორცად იყენებს. ჯარისკაცის თქმით, ნანობს, რომ საინფორმაციო პროპაგანდას წამოეგო.
ჩვენ ვართ საზარბაზნე ხორცი. ჩვენ შეგვიყვანეს ქარხნის ტერიტორიაზე და მიგვატოვეს. ჩვენს ბევრ მებრძოლს ავტომატიც კი არ აქვს. ვნანობ, რომ წამოვეგე საინფორმაციო პროპაგანდას და ამ პროპაგანდის გამო ამდენი ადამიანი დაიღუპა. მე მინდა მივმართო ბიჭებს, რომლებიც ახლა მარიუპოლთან არიან, იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებიც ირანჯებიან რუსი სამხედროების გამო. მე ძალიან ვნანობ, რომ აქ მოვხვდი და გავხდი სამხედრო დამნაშავე, - ამბობს რუსი ჯარისკაცი.