რუსეთი ომის კანონებს არღვევს - ნიკოლაევში ოკუპანტებმა კასეტური ბომბები ჩაყარეს

რუსეთი ომის კანონებს არღვევს - ქალაქ ნიკოლაევში ოკუპანტებმა კასეტური ბომბი გამოიყენეს. საბრძოლო შეიარაღების გამოყენება, რომელსაც ფართო მოქმედების ტრაექტორია გააჩნია, დასახლებულ პუნქტებში არ შეიძლება.
აფეთქებების შედეგად ნიკოლაევში ათობით ადამიანი დაშავდა. ჩამსხვრეულია საცხოვრებელი სახლების მინები.
კასეტური ბომბი აფეთქდა. ავტოფარეხთან ახლოს ჩამოვარდა. ყველაფანჯარა ჩამსხვრეულია. მეზობელ კორპუსთან, დედაჩემის სახლთანაც იყო აფეთქება. ანასხლეტები სახლში შევარდა. კასეტურო ბომბი როდესაც ვარდება, ფრაგმენტები შორ მანძილზე ეცემა, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.