პუტინმა შესაძლოა, სამხედრო მოქმედებების არეალი გააფართოვოს - ბორელი

13.03.22 12:04
პუტინმა შესაძლოა,  სამხედრო მოქმედებების არეალი გააფართოვოს - ბორელი

საგარეო საკითხებში ევროგაერთიანების უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ პუტინი ომს სხვა ქვეყანაშიც დაიწყებს. განცხადება დიპლომატმა თურქულ CNN-თან გააკეთა. მისი თქმით, ახლა მთელი ძალისხმევა პუტინის შესაჩერებლად არის მიმართული.

ერთის მხრივ, ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მეორეს მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, შევაჩეროთ დიდი ომი. არავინ უნდა იმართლებდეს თავს პაუტინის წინაშე. მას შეუძლია გააფართოვოს სამხედრო მოქმედებების არეალი. ეს შეიძლება იყოს NATO-ს რომელიმე ქვეყანა ან სხვა. არის შეშფოთების სერიოზული საფუძველი. პუტინი გააგრძელებს შეტევას და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთის იზოლირება საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, - განაცხადა ბორელმა.