რუსმა ოკუპანტებმა ამჯერად ქალაქ დნეპრორუდნის მერი გაიტაცეს

13.03.22 12:49
რუსმა ოკუპანტებმა ამჯერად  ქალაქ დნეპრორუდნის მერი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ამჯერად ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ დენეპრორუდნის მერი ევგენი მატვეევი  მოიტაცეს. ინფორმაციას ზაპოროჟეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

სამხედრო დანაშაულები სისტემატიურ ხასიათს იძენს. გატაცებუილა დნეპროპრუდნის მერი ევგენი მატვეევი, - აცხადებს ალექსანდრ სტარუხინი. 

ზაპოროჟიეს ოლქში ეს მერის გატაცების უკვე მეორე შემთხვევაა. 11 მარტს ოკუაპნტებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფეოდორევი გაიტაცეს.