ოკუპანტებმა ჩერნიგოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს - იბომბება სხვა ქალაქებიც

მარიუპოლი ოკუპანტების ალყაშია. პარალელურად, აგრესორებს სარაკეტო იერიშები ისევ მშვიდობიან მოსახლეობაზე მიაქვთ. ისინი საცოხვრებელ კორპუსებს ბომბავენ.
დღეს დილით რუსმა სამხედროებმა ჩერნიგოვში საერთო საცხოვრებელ და კორპუსი დაბომბეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამხურის ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი, 1 კი დაშავდა. ავიადარტყმამ შენობის 7 სართული დააზიანა.
რამდენიმე საათის წინ ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ქალაქ ნიკოლაევზეც მიიტანეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მაშველებმა ნანგრევებიდან ადამიანები უკვე ამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ამ დროისათის საცხოვრებელი სახლი იწვის ხარკოვშიც.
ლვოვში პოლიგონის დაბომბვის შედეგად 9 ადამაიანი დაიღუპა, ხოლო 57 დაშავდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დღეს უკრაინის 9 ქალაქში ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება და ადამიანების ევაკუაცია განხორციელდება.