"მშვიდობით, დაუბანელო რუსებო" - უკრაინაში მყოფმა რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დახია

უკრაინაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები პროტესტის ნიშნად საკუთარ პასპორტებს ხევენ. ქალი, რომელიც უკრაინაში, ერთ-ერთ თავშესაფარში უკვე მე-18 დღე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს, ამბობს, რომ საკუთარი რუსული პასპორტის სრცხვენია. "მშვიდობით დაუბანელო რუსებო, მონების და ბატონების ქვეყანავ," - ამ სიტყვებით მიმარტავს რუსეთის მოქალაქე საკუტარ ქვეყანას.
ომის მე-18 დღეა, რომელიც რუსეთმა დაიწყო. მე-18 დღეა მე და ჩემი შილიშვილი ვიძნებთ და ვათენებთ თავშესაფარში კიევში. მე თავს უკრაინელად ვთვლი. 30 წელია აქ ვცხოვრობ. მე მაქვს იმის თქმის უფლება, რომ აქაური ვარ. ეს ჩემი მშბლიური ქვეყანა გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბაბუაჩემი ჩერნიგოვშ იბრძოდა. ის აქ არის დაკრძალული და არ ვაპირებ აქედან წასვლას. ერთადერთი, რაც რუსეთთან მაკავშრებს, ეს დოკუემნტია. ეს ფურცელია. ეს დოკუმენტი მე აღარ მჭირდება. მირჩევნია დავრჩე მოქალაქედ პასპორტის გარეშე, - ამბობს ქალი.