"ფაშისტებო!" - ხერსონში რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად ასობით ადამიანი გამოვიდა
ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპანტებს შიშველი ხელებით უპირისპირდება. რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად ქუჩაში დღეს ასობით ადამიანი გამოვიდა. რუსულ დანაყოფებს მოქალაქეები წინ უდგებიან და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ქალაქში ისმის სროლის ხმა. რუსული სამხედროების მისამართით ხალხი სკანდირებს "ფასისტებო!". მოქალაქეებს გამოტანილი აქვთ ეროვნული დროშები და ფეხით მსვლელობას აწყობენ.