2 დაღუპული და 12 დაშავებული - კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა

კიევში ბომბი 9 სართულიან კორპუსს დაეცა. ობოლონის რაიონში ავიაიერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 12. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა კორპუსის სამი სართული. მაშველებმა ნანგრევებიდან 17 ადამიანი ამოიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
უკრაინული მედიის ცნობით, დაიბომბა "ანტონოვის" ქარხანაც.