ოკუპანტებმა ჟიტომირში ადმინისტრაციული შენობები დაბომბეს, როვნოსთან ნაღმი ტელეანძას მოხვდა

14.03.22 10:35
ოკუპანტებმა  ჟიტომირში ადმინისტრაციული შენობები დაბომბეს, როვნოსთან ნაღმი ტელეანძას მოხვდა

გასულ ღამეს ჟიტომირის რეგიონში  ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ადმინისტრაციულ შენობებზე მიიტანეს. დაშავდა 4 ადამიანი. პირველადი ინფორმაციით,  7-ივე შენობა განადგურებულია. სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

როვნოსთან ახლოს ნაღმი სატელევიზიო ანძას მოხვდა. როვნოს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, ტელეანძის დაზიანების გამო რეგიონში ტელევიზია და რადიო მაუწყებლობა შეწყვეტილია. 
 

მსგავსი სიახლეები