რამზან კადიროვი კადიროვი უკრაინაშია და პრეზიდენტ ზელენსკის განადგურებით ემუქრება

14.03.22 11:11
რამზან კადიროვი კადიროვი უკრაინაშია და პრეზიდენტ ზელენსკის განადგურებით ემუქრება

ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი კადიროვი უკრაინაშია და პრეზიდენტ ზელენსკის განადგურებით ემუქრება. "გიპოვი სადაც არ უნდა იმალებოდე" - აცხადებს ჩეჩნეთის მარიონეტი ლიდერი გვიან ღამით გაავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 

კადრებში ისმის, რომ პუტინის პარტნიორი საბავშვო ბაღის აღების ოპერაციას გეგმავს. ირკვევა, რომ ჩეჩენი მებრძოლების სამიზნე, ბავშვები ტერიტორიიდან იქამდე გაიყვანეს, ვიდრე იქ კადიროვი შეიჭრებოდა. კადირპვთან ერთად, უკრაინაში, რუსი დეპუტატი ადამ დელიმხანოვიც ჩავიდა, რომელიც უკრაინელებს ემუქრება. 

უკრაინული გამოცემა УНІАН-ი შს მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით წერს, რომ  "კადიროვი უკრაინაში სარდაფში ზის".

უკრაინის შსს მინისტრი ჩეჩნეთის ლიდერს მოუწოდა, გამოჩნდეს და "სარდაფებში ვირთხასავით არ დაიმალოს".