უკრაინის ცის არჩაკეტვა ნიშნავს, რომ რუსული რაკეტები NATO-ს მოქალაქეების სახლებს დაეცემა - ზელენსკი დასავლეთს

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს ისევ ცის ჩაკეტვის მოთხოვნით მიმართავს. ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ლიდერებს აფრთხილებს, რომ სხვა შემთხვევაში რუსული რაკეტები მათი მოქალაქეების სახლებსაც დაეცემა.
გასულ წელს NATO-ს ლიდერები მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებს და სანქციებს არ მიიღებდნენ, ის ომის გზას აირჩევდა. მართლები აღმოვჩნდით. დიდხანს ვსაუვბრობდი "ჩრდილოეთ ნაკადი2"-ის პროექტზეც, რომელიც ევროპას დიდ დარტყმას მიაყენებდა, აქაც მართლები აღმოვჩნდით. ახლა ისევ გაგიმეორებთ, უკრაინის ცის არჩაკეტვა ნიშნავს, რომ რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზეც, NATO-ს მოქალაქეების სახლებს დაეცემა. ეს მხოლოდ დროის საკითხია, - განაცხდაა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე, რუსეთ-უკრაინის პრეზიდნეტების მოლაპარაკლებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ტქვა, რომ აღნიშNულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინული დელეგაცია რუსეთის დელეგაციას ყოველდღიურ რეჟიმში ესაუბრება.
ახლა რაც შეეხება მოლპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან, უკრაინული დელეგაციის წევრები რუსეთთან ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენი დელეგაციის წევრებს აქვთ კონკრეტული დავალება და ეს პრეზიდენტების სეხვედრის ორგანიზებაა. ეს იქნება შხვედრეა, რომელსაც დარწმუნებული ვარ თითოეული ჩვენგანი ელოდება. მესმის, რომ ეს რთული გზაა, მაგრამ აუცილებელია. ამ ომსა და მოლაპარაკებებშ უკრაინამ აუცილებელი შედეგები მიიღო. მოლაპარაკებებზე უნდა მივიღოთ გარანტიები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, - განაცხადა ზელენსკიმ.