ბიარიცაში აქტივისტი პუტინის ქალიშვილის ვილაში შეიჭრა და იქ უკრაინელი ლტოლვილების მიღებას გეგმავს

14.03.22 12:27
ბიარიცაში აქტივისტი პუტინის ქალიშვილის ვილაში შეიჭრა და იქ უკრაინელი ლტოლვილების მიღებას გეგმავს

ბიარიცაში ადგილობრივი აქტივისტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის, ეკატერინე ტიხონოვას  ვილაში შეიჭრა. ინფორმაციას The Insider ავრცელებს. აქტივისტმა პიერ აფნერმა  სახლს საკეტები გამოუცვალა და განაცხადა, რომ ახლა იქ უკრაინიდან ლტოლვილებს შეიფარებს, რომლებიც პუტინის რეჟიმის მსხვერპლნი არიან. აქტივისტის თქმით, ვილაში 8 ადამიანი თავისუფლად მოთავსდება.