ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსმა სამხედროებმა მღვდელი გაიტაცეს
ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსმა სამხედროებმა მღვდელი გაიტაცეს. გატაცებამდე მათ სასულიერო პირის ბინა გაჩხრიკეს. აგრესორებმა სახლიდან გასვლა აუკრძალეს მღვდლის მეუღლესაც, რომელიც დაავადებულია და მუდმივ თერაპიას საჭიროებს.
პირველი გაფრთხილებები სასულიერო პირმა, ოლეგ ნიკოლეავმა ოკუპანტებისგან ჯერ კიდევ ბერდიანსკზე ბრძოლების დროს მიიღო. აგრესორებმა მას მუქარის შემცველი შეტყობნება მობილურ ტელეფონზე გაუგზავნეს.