რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დაიწყო - შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარეობს

14.03.22 12:54
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დაიწყო - შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარეობს

რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დაიწყო. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის იფისის წარმომადგენელი მიხეილ პოდოლიაკი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს.

არსებული იფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრის საკითხიც უნდა განიხილონ.