სახლები, საავადმყოფოები, საწარმოები - აგრესორი ხარკოვს მიწასთან ასწორებს
ხარკოვის ცენტრში ავიაიერიშის შედეგად 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება. ადგილზე მაშველები სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუაპანტებმა ხარკოვზე იერიშებს უმატეს. აგრესორი საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საწარმოებს განუწყვეტლივ ბომბავდა.
ქალაქში მრავალრიცხოვან ნგრევებს და ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულებიც.