ხერსონში ისევ აქციებია - მოსახლოებამ ოკუპანტებს უკრაინის ჰიმნი უმღერა

ხერსონთან, დაბა ბერეზიოვკაში, მოსახლეობამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია მოაწყო. "უკრაინა უმთავრესია!", " რუსი ჯარისკაცი - ფაშისტი ოკუპანტია!, " დიდება უკრაინას - დიდება გმირებს"! სკანდირებდა ქუჩაში გამოსული ასობით ადამიანი, რომელსაც ხელში უკრაინის დროშები ეჭირა.
ხალხი რუს სამხედროებთანაც მივიდა, რომლებსაც უკრაინის ჰიმნი უმღერა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, რომელიც ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, ოკუპანტები აქციის მონაწილეების შეჩერებას შეეცადნენ და რამდენჯერმე ჰაერშიც გაისროლეს.