პუტინო, შენ ხარ საქონელი, პასუხს აგებ! - ალექსეი გონჩარენკო

14.03.22 14:33
პუტინო, შენ ხარ საქონელი, პასუხს აგებ! - ალექსეი გონჩარენკო

"პუტინო, შენ ხარ საქონელი და ამის გამო პასუხს აგებ!  არაკაცის ტერორის არავის ეშინია" - ამ სიტყვებით მიმართვას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ვლადიმერ პუტინს და დეპუტატი აგრესორი ქვეყნის მეთაურს მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტაში ადანაშაულებს.

გონჩარენკო დასავლეთს კიდევ ერთხელ მიმართავს და დაკეტონ ცა. 

შეხედეთ რას დაამსგავსეს სახლი, ამ კორპუსში 144 ბინაა, რაც ნიშნავს, რომ 300 ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. მოპირდაპირე მხარეს შეხედეთ საფეხბურთო მოედანია, არანაირი სამხედრო ობიექტი გარშემო არ არის, ეს არის პუტინის ტერორის ტაქტიკის გაგრძელება.

აქ მოკლეს ორი ადამიანი - პუტინო, შენ ხარ საქონელი და ამის გამო პასუხს აგებ!!! მათ უნდათ ჩვენი საზოგადოების დაშინება, ამ არაკაცის ტერორის არავის ეშინია. ის გაცოფებულია იმიტომ, რომ არაფერი გამოსდის და მიზანს ვერ აღწევს. ის ვერ ამარცხებს ჩვენს ჯარს და ამიტომ კლავს ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს.

მე მინდა, მივმართო დასავლეთს, სად არის ჩვენს თავზე ჩაკეტილი ცა, სად არის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა?  პუტინი ახლა დახმარების თხოვნით მიმართავს ჩინეთს.  ჩინეთი უარს ეტყვის და როგორც საქონელი მოგუდავს. - წერს უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსანდრ გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები