უკრაინელმა სამხედროებმა კიევის თავზე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს - არის მსხვერპლი

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალების წარმომადგენლებმა კიევის ცაზე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლის ნამსხვრევები კურენევკის რაიონში ხუთსართულიანი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და დაანგრია.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს, განცხადებით, რაკეტის ნამსხვრევის ნაწილი გზაზე დავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.