მარიუპოლი, ავდეევკა, უგლედარი და სხვ. - რუსმა ოკუპანტებმა 15 დასახლებული პუნქტი დაბომბეს

14.03.22 14:52
 მარიუპოლი, ავდეევკა, უგლედარი და სხვ. - რუსმა ოკუპანტებმა 15 დასახლებული პუნქტი დაბომბეს

დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 15 დასახლებული პუნქტი დაბომბეს - დაღუპულია მინიმუმ ორი ადამიანი. ინფორმაციას დონეცკის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

რუსეთმა იერიში 15 დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს. დაიბომბა  მარიუპოლი, ავდეევკა, უგლედარი, ვოლნოვახა, მარიინკა, კრასნოგოროვკა, კრამატორსკი, დრუჟკოვა, ანდრეევკა, სვიატოგორსკი, კამენკა, პავლოვკა, ზაიცევო, ვერხნეტორეცკოე. რუსი სამხედროების  იერიშების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, - განაცხადა დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

პოლიციის ცნობით, რუსული აგრესიის შედეგად მინიმუმ 37 შენობა დაზიანდა, საიდანაც უმეტესობა საცხოვრებეი სახლებია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ წუტებშიც ზუსტდება. 

მსგავსი სიახლეები