ლონდონში სამოქალაქო აქტივისტები რუსი ოლიგარქის სასახლეში შეცვივდნენ

14.03.22 15:12
ლონდონში სამოქალაქო აქტივისტები რუსი ოლიგარქის სასახლეში შეცვივდნენ

სამოქალაქო აქტივისტებმა ლონდონში, ელიტარულ უბან ბელგრავიაში, მდებარე  რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკის, სახლი დაიკავეს, რომელიც 25 მილიონი ფუნტი სტერლინგადაა შეფასებული. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, აქტივისტები დერიპასკის სახლში შეიჭრნენ, გამოფინეს უკრაინული დროშები და ტრანსფარანტები წარწერით - ,,ეს შენობა გათავისუფლებულია" , ,,პუტინ იდი ნა ხ..ი."

დერიპასკი ერთ-ერთია იმ 7 რუს ოლიგარქს შორის, რომელზეც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები გაავრცელა. 

გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, 14 მარტს ოლიგარქის სახლში შეღწევის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. თუმცა, ადგილზე მისულ ოფიცრებს ადგილზე რაიმე სახის სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენიათ.
დერიპასკი აცხადებს, რომ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ოლიგარქ ოლეგ დერიპასკის ქონება 3,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.

 

 

 

მსგავსი სიახლეები