უნდა დავიცვათ ყველა ქალაქი, ყველა სოფელი, ჩვენი მიწის თვითოეული მეტრი, უკრაინული გული, უკრაინული სული! - ზელენსკი
რუსეთი განაგრძობს ჩვენი ქალაქების დაბომბვას, მაგრამ ჩვენ აღვადგენთ ყველა ქალაქს თუ ქუჩას, მთავარია, მას ვებრძოლოთ, როგორც შეგვიძლია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ახალ მიმართვაშია საუბარი.
ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს უკრაინის მოსახლეობას, არ დაშინდნენ და მხარი დაუჭირონ თანამემამულეებს, იბრძოლონ სახელმწიფოებრიობის დასაცავად.
რუსეთი განაგრძობს ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებასა და ჩვენი ქალაქების დაბომბვას. მაგრამ ჩვენ აღვადგენთ თვითოეული ქალაქის თვითოეულ ქუჩას, ყველა უკრაინელის სახლს, ბინას. ამჟამად, როცა ოკუპანტი კვლავ ჩვენს მიწაზეა, ჩვენ მას ისე უნდა ვებრძოლოთ, როგორც შეგვიძლია.
უნდა დავიცვათ ყველა ქალაქი, ყველა სოფელი, ჩვენი მიწის თვითოეული მეტრი, უკრაინული გული, უკრაინული სული! უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, მხარი დავუჭიროთ! უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას - აცხადებს ზელენსკი.