უკრაინელებო, პატიებას ვითხოვოთ იმისთვის, რაც გავაკეთეთ, ჩვენ ამ ომს ნამდვილად ვაგებთ - რუსი წვევამდელების ბრიფინგი

ჩვენებების მთელი კასკადი პუტინის დანაშაულებრივი ქმედებების დასადასტურებლად - რუსი ჯარისკაცები რუსეთის პრეზიდენტს ტყუილში ამხელენ.
უცხოელი მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე წვევემდელები პირდაპირ ამბობენ, რომ უარს აცხადებენ პუტინის ბრძანებების შესრულებაზე. ,,გვაპატიეთ იმის გამო, რაც გავაკეთეთ, რუსეთი ამ ომს აგებს" - განაცხადეს რუსმა წვევამდელებმა.
ერთ-ერთი მათგანის თქმით, ის მხოლოდ 20 წლისაა და მსგავსი ჯოჯოხეთი არასდროს გამოუვლია. "პუტინი ამბობდა, რომ აქ არ არიან წვევამდელები, მაგრამ აი, ჩვენ თქვენს წინაშე ვსხედვართ"- აცხადებს რუსი ჯარისკაცი.
უკრაინელები ძლიერი ხალხია. ისინი მამაცურად იბრძვიან, ანადგურებენ ჩვენს კოლონებს. ჩვენი მხრიდან დიდი დანაკარგებია. განადგურებულია როგორც ძვირადღირებული ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა, ოფიცრები, რიგითები. ისინი დაიღუპნენ და ჩვენ ამის შეჩერება გვინდა.
მინდა, განვაცხადო, რომ ამ ბრიფინგზე ნებაყოფლობით ვარ მეც და დანარჩენი სამხედროებიც. გვსურს, ვილაპარაკოთ სიმართლე, როგორ კლავენ მოხუცებს, ბავშვებს. ეს ადამიანები იღუპებიან პუტინის პოლიტიკური ამბიციების გამო.
პუტინი ამბობდა, რომ აქ არ არიან წვევამდელები, მაგრამ აი, ჩვენ თქვენს წინაშე ვსხედვართ.
მინდა, მთელს უკრაინას პატიება ვთხოვო. გვაპატიეთ იმის გამო, რაც გავაკეთეთ. ძალიან ვწუხვართ ამის გამო. მე მინდა სახლში დაბრუნება. არ მინდა ამ ძალადობაში მონაწილეობის მიღება - აცხადებს რუსი სამხედრო.
მეორე სამხედრო პირი აცხადებს, რომ რუსეთი ამ ომს აგებს.
ამდენი ცხედარი არასდროს მინახავს, ჩვენ ნამდვილად ვაგებთ ამ ომს! - აღიარებს რუსი ჯარისკაცი.