რუსეთისთვის ძნელი იქნება ისეთი შენაერთის მობილიზება, რომელიც კიევს დაიპყრობს - გენერალი ჟირნოვი

14.03.22 18:31
რუსეთისთვის ძნელი იქნება ისეთი შენაერთის მობილიზება, რომელიც კიევს დაიპყრობს  - გენერალი ჟირნოვი

კიევის დასაპყრობად რუსეთს მთელი თავისი ჯარის იქ მობილიზება დასჭირდება - ამის შესახებ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენერალმა ნიკოლაი ჟირნოვმა, განაცხადა. მისი თქმით, აგრესორებმა უნდა შეაგროვონ მთელი თავიანთი ადამიანური რესურსი და გადამოისროლონ უკრაინის დედაქალაქში, რათა იქონიონ შესაძლებლობა, დაიპყრონ კიევი.

ყველანაირი სამხედრო კანონებით იმისათვის, რომ დაეპატრონოს კიევს, მტერმა უნდა შექმნას უდიდესი ალყა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია., რადგან იმ ძალების რიცხვი, რომელიც კიევის აღებას აპირებს, 5-7 ჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე ის ძალა, ვინც დედაქალაქს იცავს.

კიევი არის ქალაქი დიდი ინფრასტრუქტურიით, სადაც ომამდე 4 მილიონი ცხოვრობდა, ამჟამად კი იქ არის დიდი რაოდენობით უკრაინელი სამხედროები თავმოყრილი და ის რომ აიღო, ქალაქის დამცველებზე გაცილებით დიდი რაოდენობის ჯარისკაცების მობილიზება უნდა მოახდინო.

შედარებისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს ბერლინის დასაპყრობად დასჭირდათ 2 მილიონი მებრძოლი და 42 ათასი სამხედრო მძიმე ტექნიკა. ამიტომაც რომ შექმნა ისეთი შენაერთი, ვინც კიევს შტურმით აიღებს, ძალიან ძნელია თუნდაც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც რუსეთია - განაცხადა ჟირნოვმა.

ჟირნოვის განმარტებით, კიევში ძნელია ცეცხლის წარმოება, მანევრირება, ნაწილების მომარაგება საბრძოლო მასალებით, საკვებით, საწვავით. 

 

მსგავსი სიახლეები